პარლამენტის წინ დღევანდელი აქცია დასრულდა
პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამეს კარვებში გაათევს. რუსაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლა პარლამენტის შენობის წინ ხვალ 16:00 საათიდან განახლდება. რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება ასევე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც. მისი განცხადებით, იგი ტერიტორიიდან მანამდე არ წავა, სანამ მისი ყველა მოთხოვნა ან დაკმაყოფილდება. ზაზა სარალიძე მთავრობის გადადგომასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულთა დასჯას მოითხოვს.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, ხვალ დაგეგმილ აქციას რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებიც შეუერთდებიან.