გავრცელებული ინფორმაციით, მირზა სუბელიანი შსს-ში იმყოფება

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი- 2” სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, მირზა სუბელიანი უწყებაში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოკითხვაზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, მირზა სუბელიანს მტკიცებულებების განადგურებაში ადანაშაულებს და მის დასჯას მოითხოვს.
მიმდინარე აქციაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შსს-მ კატეგორიულად უარყო. ინფორმაციას მოგვიანებით თავად მირზა სუბელიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები