პრემიერი: მთავარმა პროკურორმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ღირსეულ ნაბიჯად აფასებს.

პრემიერის თქმით, იუსტიციის მინისტრს უკვე მოუწოდა, რომ ახალი მთავარი პროკურორის არჩევა საზოგადოების ლეგიტიმაციით მოხდეს.

“მთავარმა პროკურორმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ახალი პროკურორის შერჩევის პროცესი უნდა დავიწყოთ. დავალება მივეცი, მაქსიმალური ლეგიტიმაციით შეირჩეს პროკურორი, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი ახალ მთავარ პროკურორთან მიმართებაში არ არსებობდეს”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები