პრემიერი: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებას პირადად შს მინისტრი უხელმძღვანელებს (ვიდეო)

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაიბარებს და საქმეს პირადად მინისტრი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, იგი გამოძიების ყველა ნაბიჯში იქნება ჩართული.

„ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ხალხის გვერდით. არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილი ბავშვების მშობლებთან, რომლებიც იქ დგანან.
ხვალ დილიდან შსს დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიების პროცესში და ვიცე პრემიერი, გიორგი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს, ის იქნება ხელმძღვანელი ამ პროცესის და რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და გავაკონტროლებ მთლიანად პროცესის მიმდინარეობას,“ – განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც და განაცხადა, რომ, კარგი იქნება თუ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში უმცირესობა უმრავლესობად იქნება წარმოდგენილი.

“„დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, უმოკლეს ვადაში რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი და დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც რამდენადაც მე ვიცი, შესაძლებელია და კარგიც იქნება ამ შემთხვევაში, რომ უმცირესობა იქნეს წარმოდგენილი უმრავლესობის სახით და უმოკლეს პერიოდში დაიწყებს კომისია მუშაობას,“ – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები