შსს: მირზა სუბელიანს ქვეყანა არ დაუტოვებია

პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მირზა სუბელიანს ქვეყანა არ დაუტოვებია, – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ მირზა სუბელიანის მიერ საქრათველოს დატოვების შესახებ ინფორმაცია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გავრცელდა. ინფორმაციას მოგვიანებით თავად მირზა სუბელიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ქვეყანა არ დაუტოვებია და იგი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები