მირზა სუბელიანი: არსად წასვლას არ ვაპირებ, მზად ვარ ვითანამშრომლო საპარლამენტო კომისიასთან
მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ინფორმაცია მისი ქვეყნიდან წასვლის შესახებ ტყუილია. ამის შესახებ ინფორმაციას ,,აიპრესი” ავრცელებს.
“არსად წასვლას არ ვაპირებ, მიზანმიმართული ტყუილი ვრცელდება ჩემთან მიმართებაში, რომ თითქოს მე და ჩემმა ოჯახმა ქვეყანა დავტოვეთ. პირველივე დღიდან ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ახლაც მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი საპარლამენტო კომისიაში ” – აცხადებს მირზა სუბელიანი.