მალხაზ მაჩალიკაშვილი: უნდა მივსულიყავით სუს-ში და თავები აგვეფეთქებინა (ვიდეო)
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა პარლამენტთან გამართულ აქციას შეუერთდა და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მიმდინარე აქციაზე მაჩალიკაშვილმა საზოგადოებას სკანდალური განცხადებით მიმართა:
“მე და ჩემს ასეულობით მეგობარს გადაწყვეტილი გვქონდა, მივსულიყავით სუს-ში და თავები აგვეფეთქებინა, მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ქართველი ხალხის სიყვარულის გამო,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.