პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას მხარი დაუჭირა.
დეპუტატებმა კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს. საკითხს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტს კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტება და თავმჯდომარის არჩევა მოუწევს.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისისიის შექმნის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.