ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა
საქართველოს მთავრი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აქციაზე ზაზა სარალიძემ განაცხადა.
ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში კარიერა 2006 წლის მარტიდან დაიწყო, მთავარი პროკურორის თანამდებობას კი 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს ერთ-ერთი მოკლულის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდა და ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვდა.
ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებასა და მის პასუხისგებაში მიცემას, სასამართლოს მიერ ხორავას საქმეზე დღეს გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ითხოვდა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით გაირკვა, რომ მისი შვილის მკვლელი დაუსჯელია და დაკავებული არ არის.