თეა წულუკიანი: ბატონო ზაზა, მეც, შოთაძეც და ყველანი, თქვენს გვერდით ვდგავართ

აუცილებელია, ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ ეს ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის და მეორეს მხრივ, პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე განაცხადა.
„ჩვენ დღეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოვისმინეთ. პროკურატურა ამბობს და მათ მეც ვეთანხმები, რომ აუცილებელია, ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ ეს ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის და მეორეს მხრივ, პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება. თუმცა, მოსამართლე დამოუკიდებელია. მან იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მან როგორც მიუკერძოებელმა არბიტრმა, მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, წულუკიანმა მოკლული მოზარდის მამას მიმართა.
“მე, როგორც იუსტიციის მინისტრმა, მინდა, რამოდენიმე რამ ვთქვა დაზარალებულების, საზოგადოების, პროკურატურის და ა.შ გასაგონად. როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად ვამბობთ, რომ საქმეზე გამოძიება მომდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ გამოძიებას ჩვენ ყველამ ნდობა უნდა გამოვუცხადოთ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დაზარალებულს უნდა ჰყავდეს მოკავშირე, ყველამ არამხოლოდ მოვისმინეთ, არამედ გავიგონეთ ბატონი ზაზა სარალიძის მოწოდება, რომ ჩემს გვერდით დადექით. მინდა, მას პირველად ვუპასუხო – ბატონო ზაზა, მეც, შოთაძეც და ყველანი, თქვენს გვერდით ვდგავართ. სხვაგვარად ვერ იქნება, რადგან პროკურატურა შექმნილია იმისთვის, რომ დაზარალებულის ინტერესები ბოლომდე დაიცვას”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები