ზაზა სარალიძემ მთავარ პროკურორთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პროკურატურაში შესვლის და მთავარ პროკურორთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო.
ის უწყებაში სხვა შვილმოკლულ მშობლებთან ერთად შევა.
მათთან ერთად პროკურატურაში ასევე, ზაზა სარალიძის უფლებების დამცველი ირაკლი კუპრავაც შევა. მათ შემსვლელთა სია პროკურატურის კანცელარიაში უკვე ჩააბარეს.
რაზე ისაუბრებს ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელთან, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრის თავდაპირველ შეთავაზებას არ დათანხმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები