გიორგი ვოლსკი: არ შეიძლება ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნას და პასუხი არ გაეცეს ბატონ ზაზას სარალიძეს

“არ შეიძლება ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნას და პასუხი არ გაეცეს ბატონ ზაზას, ან სხვა ადამიანს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ბიუროს სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.
„არ მეგულება ვინმე, რომ არ გრძნობდეს ერთ რამეს – აუცილებლად გადავა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში, უნდა თუ არ უნდა რომელიმე ჩვენგანს. არის მეორე სირთულე – პროკურატურაზე არ არის მხოლოდ საქმე დამოკიდებული, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც პროკურატურა არ სცნობს. ვფიქრობ, ამ თემას სერიოზულად უნდა დავუბრუნდეთ მას შემდეგ, რაც მეორე სასამართლო, გასაჩივრების შემდეგ განიხილავს საკითხს. დაგეგმილია მაღალი დონის ექსპერტების ჩამოყვანა და პროკურატურა არ აპირებს ამ თემაზე უკან დახევას. არც ერთი მხარე არ დავიცვათ.
მთავარია, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაგვემხობა თავზე, მართლა არ შეიძლება ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნას და პასუხი არ გაეცეს ბატონ ზაზას ან სხვა ადამიანს.
მეორე საკითხია, რომ ადამიანებმა, ვინც უნდა ითანამშრომლონ პროკურატურასთან და სასამართლოსთან, ცოტა ყურები უნდა გამოიფხიკონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები