“მივესალმები ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებას მოგვცემს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ჯაში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც მან განმარტა, აღნიშნულ საქმეზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, შიდა კონსულტაციები უმრავლესობაშიც მიმდინარეობდა. თუმცა, მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესში არ მომხდარიყო ჩარევა, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომისიის შექმნა არ იქნებოდა რელევანტური.
„მინდა, ჩემი კოლეგებისთვის ცნობილი გახდეს, რომ კომისიის შექმნა პირველივე წუთებში იხილებოდა. ეს არ გახლავთ მხოლოდ ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან წამოსული წინადადება, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესში არ მომხდარიყო ჩარევა, მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობამ, რომ კომისიის შექმნა არ იქნებოდა რელევანტური. ეს თემა იყო შიდა განხილვებში, მაგრამ ჩვენ გვქონდა სწორედ ის შეგრძნება, რომ პარლამენტი უფრო აქტიურად ჩარეულიყო აღნიშნულ პროცესში. მე მივესალმები ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მოგვცემს უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებას, როგორც პროკურატურის, ასევე ოჯახის მხრიდან და ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, შემოთავაზება, რომელიც გაჟღერდა, რომ კონსულტაციები გავაგრძელოთ დახურულ რეჟიმში, იქნება ყველაზე სწორი”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები