გაერო – ლიბიის ქალაქ დერნაში უპრეცედენტო მასშტაბების ბრძოლები მიმდინარეობს

ლიბიის ქალაქ დერნაში უპრეცედენტო მასშტაბების ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ადამიანის უფლებების წარმომადგენლობა ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ქალაქში მიმდინარეობს საავიაციო რეიდები, დაცხრილულია საცხოვრებელი სახლები და კვარტალები, ხოლო ქუჩებში შეტაკებები მიმდინარეობს.
გაეროს წარმომადგენლობის ინფორმაციით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ქალაქში არ არის წყალი, მედიკამენტები და საკვები. ქალაქ დერნაში 125 000 მოქალაქეს არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი.
ამ დროისთვის, დერნაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები