კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად გაგი ბუაძე წარადგინა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, გაგი ბუაძე წარადგინა.
მისივე თქმით, ბუაძე ბოლო პერიოდში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ და რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორად მუშაობდა. “გაგი ბუაძე პროფესიით ფინანსისტია. საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში. ასევე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში. იყო ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე და ჩვენ ერთად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ”, – განაცხადა კალაძემ. გაგი ბუაძის კანდიდატურა დედაქალაქის საკრებულოში დასამტკიცებლად უკვე გადაგზავნილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები