დიმიტრი ხუნდაძე: არასაარჩევნო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევის შედეგი არჩევნების შედეგებს აცდენილია

“მაკვირვებს ის, რომ არასაარჩევნო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევის შედეგი აცდენილია რეალურად არჩევნების შედეგებს”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე IRI-ს კვლევის შედეგებს.
“საზოგადოების დამოკიდებულება ყოველთვის კრიტიკულია მმართველი გუნდის მიმართ და ვფიქრობ ეს სწორია, თუმცა არჩევნების დროს საზოგადოება არის ობიექტური, მომავალშიც პრაქტიკა გამეორდება და არჩევნების შედეგი იქნება მკვეთრად განსხვავებბული კვლევის შედეგებისგან”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები