არჩილ თალაკვაძე: კვლევის შედეგების რეალური ტესტირება არჩევნებზე მოხდება

ხელისუფლებისთვის საზოგადოებრივი აზრის თითოეული კვლევის შედეგები საინტერესოა, თუმცა შეფასების მთავარი ინსტრუმენტი არჩევნებია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე IRI-ს კვლევის შედეგებს.
მისი თქმით, გარკვეული პროგნოზები თვითმმართველობის არჩევნების წინაც გაკეთდა, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
“როდესაც კვლევის შედეგების სანდოობაზე ვსაუბრობთ, შემიძლია, ეს შედეგები არჩევნების შედეგებს შევადარო. თუ ამ შედარებას გავაკეთებთ, აშკარა ხდება, რომ ეს რეიტინგები მთლად შესაბამისობაში არ არის იმ რეალობასთან, რაც არჩევნებზე საზოგადოებამ ხმის მიცემით დააფიქსირა. ჩვენთვის ყველანაირი კვლევის შედეგი დამხმარე და ძირითადი არსია იმ პროექტების განხორციელებისა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენს პროგრამაში იყო“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები