ირაკლი შოთაძე: ხორავას ქუჩის საქმე სამართლებრივი პროცესია, რომელშიც სხვა გარეშე პირი ვერ ჩაერთვება

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის დაზარალებულ მხარესთან, ზაზა სარალიძესთან ჩაშლილი შეხვედრის მიზეზს განმარტავს. როგორც მან აღნიშნა, ეს არის სამართლებრივი საქმე, რომელშიც სხვა გარეშე პირი ვერ ჩაერთვება.
“ჩემი წინადადება იყო, რომ შევხვედროდი დაზარალებულ ზაზა სარალიძეს და ეს ახლაც ძალაშია. ვერცერთი გარეშე პირი, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის ადვოკატი, ან ბრალდებული, ან დაზარალებული, ვერ ჩაერთვება ამ პროცესში. ეს არის სამართლებრივი პროცესი და ვერ გასცდება ამ სამართლებრივ პროცესს. საშვი დაშვებული იყო ბატონ ზაზა სარალიძეზე, იგი მოსული იყო სხვა პიროვნებებთან ერთად, რომლებიც არ არიან ადვოკატები. შესაბამისად, მათ განემარტათ, რომ ადვოკატის გარდა სხვა გარეშე პირი ვერ მიიღებდა მონაწილეობას შეხვედრაში”,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, დავით სარალიძის მამისა და მთავარი პროკურორის შეხვედრა ჩაიშალა. ამის მიზეზი ზაზა სარალიძესთან ერთად, ადგილზე მისი უფლებადამცველების ყოფნა გახდა, რომლებიც შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები