ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩის საქმეზე: მაქვს სურვილი, რომ შევხვდე ორივე დაზარალებულ ოჯახს

სასამართლო გადაწყვეტილებისა და შეფასების საფუძველზე, ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს და გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაცხადა.
“ბრალდებულებს რაც შეეხებათ, მათ გამოძიებას ჩვენება მისცეს ექვსი თვის მერე. ექვსი თვე არის გასული, მას შემდეგ, რაც ეს პირები დაკავებულნი არიან. მათ, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება გამოიყენონ დუმილის უფლება, მაგრამ მათ თუ უნდოდათ გამოძიებასთან თანამშრომლობა, ამის საშუალება ძალიან დიდი ხნის წინ ჰქონდათ. მათ მოუსმინეს ყველა მტკიცებულებას, ყველა მოწმეს სასამართლოში, ყველა გამოკვლეული მტკიცებულება ნახეს და მხოლოდ ამის შემდგომ მისცეს სასამართლოს ეს ჩვენება. ჩვენ შევაფასებთ ბრალდებულების ჩვენებას, ჩვენ მოვისმენთ დაცვის მხარის პოზიციას ამ ჩვენებებთან დაკავშირებით და ჩვენ ვნახავთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში სასამართლო როგორ შეაფასებს ამ ჩვენებებს, რაც არის უმნიშვნელოვანესი. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებისა და შეფასების საფუძველზე, ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს და გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს“ – განაცხადა შოთაძემ.
მთავარი პროკურორის განცხადებით, სწორედ აღნიშნულ საკითხებზე სურს მას საუბარი დაზარალებულ ოჯახებთან.
„სწორედ ამ საკითხებზე, მე მაქვს სურვილი, რომ შევხვდე ორივე დაზარალებულ ოჯახს, მქონდეს კომუნიკაცია დაზარალებულებთან, რათა ისინი იყვნენ ინფორმირებული პროკურატურის გეგმებზე და იმ სამართლებრივ ნაბიჯებზე, რაც ამ საქმის ფარგლებშია. მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება გადაწყვეტილება და ვნახავთ სასამართლოს მიერ გაზიარებულ ფაქტობრივ გარემოებებს, გადაიდგმება ჩვენი მხრიდან ნაბიჯი“, – აღნიშნა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები