ირაკლი შოთაძე: ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შესაძლო ჩამდენი ყველა პირი, კანონით, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს

“ბრალდების მხარე და დაზარალებულები ვართ ერთ მხარეზე და ჩვენი მიზანია სწორედ, რომ აღსრულდეს მართლმსაჯულება და დანაშაულის შესაძლო ჩამდენი ყველა პირი, კანონით, უმკაცრესად დაისაჯოს”, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უწყებისთვის მნიშვნელოვანია ამ საქმით დაზარალებულ მხარესთან კომუნიკაცია.
„ჩვენმა წარმომადგენლებმა მაქსიმალურად მიაწოდეს საზოგადოებას ის ინფორმაცია, რისი მიწოდების საშუალებაც ჩვენ გვაქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმით დაზარალებულებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. მთელი პროცესის მანძილზე, პროკურორებს და საქმის წარმომადგენლებს ჰქონდათ მაქსიმალური კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო გაგრძელდება.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის კითხვები, რომელიც დაზარალებულს აქვს ჩვენს მიმართ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დაზარალებულს შევთავაზეთ სამუშაო ჯგუფებში შეხვედრა, რომელშიც მე პირადად ჩავერთვები და მზად ვარ, მის კითხვებს გავცე პასუხი. მე ვფიქრობ, რომ ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა, რაც არის უმნიშვნელოვანესი, რათა ამ საქმეზე აღსრულდეს მართლმსაჯულება“, – განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები