ევროკავშირის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართალს არღვევს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახური სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, სირიამ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების აღიარებით საერთაშორისო სამართალი დაარღვია.
„სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება, საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე, არღვევს საერთაშორისო სამართალს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, გაეროს რეზოლუციებისა და ქარტიის თანახმად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე სპეციალური განცხადება გუშინ გაავრცელა. სადაც აღნიშნულია, რომ სირიის არაბულმა რესპუბლიკამ, ე.წ. აფხაზეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების და მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილება, ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები