გიორგი მარგველაშვილი: რუსეთის მოკავშირე ასადის რეჟიმია, რომელიც ცნობილია ქიმიური იარაღით ბავშვების მოკვლით

რუსეთის მოკავშირე ასადის რეჟიმია, რომელიც ცნობილია ქიმიური იარაღით ბავშვების მოკვლით,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ტვიტერზე“ დაწერა.

“შენი მოკავშირეები მეტყველებენ იმაზე, თუ ვინ ხარ. დღეს რუსეთის მოკავშირე ასადის რეჟიმია, რომელიც ცნობილია ქიმიური იარაღით ბავშვების მოკვლით“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები