მიხეილ ჯანელიძე: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს

სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „აღიარების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეხმაურება.
შესაბამის შეფასებას ის ტვიტერის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„სირიაში, რუსეთის მიერ მანიპულირებადი ასადის რეჟიმის მიერ, საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის – აფხაზეთსა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობის აღიარება, არის ასადის მხრიდან საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევა და უნდა დაიგმოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ“, – წერს მიხეილ ჯანელიძე.
ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის “საგარეო საქმეთა მინისტრმა” დაურ კოვემ, ცოტა ხნის წინ, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე საგანგებო ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ის იუწყება, რომ სირიამ და მაჰმუდ აბასის მთავრობამ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები