ამირან სალუქვაძე: „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ პრაქტიკულად უპრეცენდენტო პროცესია, ამიტომ სასამართლოს განაჩენის გამოტანის გაწელვა გაუჭირდება
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სტრასბურგში გამართულ პროცესს, „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ აფასებს.
“ზეპირ მოსმენაზე დრო საკმაოდ შეზღუდული გახლდათ მხარეებს საათი და 20 წუთი ჰქონდათ გამოსვლისათვის, ამის შემდეგ მხარეებს მიეცათ 20-20 წუთი შემაჯამებელი გამოსვლისათვის. ამის მიუხედავად, ქართული მხარის ადვოკატებმა მოახერხეს მთელი იმ პერიოდის დეტალურად აღწერა რაც ხდებოდა როგორც 2008 წლის აგვისტოს ომში, ისე აგვისტოს ომამმდე, ასევე შემდგომ პერიოდში. ომამდე ეს გახლდათ საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერა, პასპორტიზაციის უკანონო პროცესები, ე.წ. შეიარაღებული ძალების ფორმირებები, სამხედრო წვრთნები და ა.შ. რომელიც მიმართული იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დეტალურად იქნა მიმოხილული თუ რა უძღოდა აგვისტოს ომს წინ დაძაბული პერიოდი, რომეიც მთლიანად მხარდაჭერილი იყო რუსეთის მიერ სეპარატისტული ძალებისა, დეტალურად იყო წარდგენილი ადამიანის ყველა უფლებების დარღვევის ფაქტები, ასევე ჭარბი ძალის გამოყენება, რომელიც მათი მანდატიდან გამომდინარე არ იყო მართებული, თუკი ისინი მშვიდობის მიღწევას ცდილობდნენ, პირიქით, ამ ძალიას გამოყენებამ უამრავი ადამიანის მსხვერპლი, ჯანმრთელობის ზიანი და ქონების განადგურება გამოიწვია. საკმაოდ არგუმეტირებული იყო ის პერიოდი, როდესაც საქართველომ ოფიციალურად შეწყვიტა ცეცხლი, ოფიციალური ხელმოწერის მიუხედავად, მაინც არ შეწყვიტა საბრძოლო მოქმედება და მეტიც, სწორედ ამ პერიოდში დაიბომბა ქალაქ გორის ცენტრი რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტით, ისკანდერი, რომელმაც 12 ადამიანი, მათ შორის ჰოლანდიელი ჟურნალისტიც იმსხვერპლა. დეტალური დასაბუთება იყო იმისა, თუ რა ხდებოდა ომის შემდგომ, თუ რა პირობებში ჰყავდათ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმს, როგორ ექცეოდნენ ტყვეებს. ჩვენ პრეტენზიას არ ვუყენებთ სეპარატისტულ რეჟიმებს, რადგან სწორედ რუსეთი ახორციელებდა კონტროლს როგორც ომის წინ, ომის პერიოდში ასევე ომის შემდგომ სიტუაციისა. ვრცელი საუბარი იყო წამებისა და ადამიანის ღირსების დაკნინების ფაქტებზე, რაც ჩვენმა ადვოკატებმა საკმაოდ დამაჯერებლად წარმოადგინეს. იქ დამსწრეებს და ყველას ვინც თვალს ადევნებდა ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ რუსული მხარის გამოსვლა იყო საკმაოდ უსუსური ერთერთმა ჟურმალისტმა დათვალა და რუსეთის ინტერესების დამცველმა თითქმის 100 ჯერ გამოიყენა სიტყვა ფალსიფიკაცია და სიცრუე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს საკმარისი არგუმენტები არ გააჩნდა. რუსეთისათვის ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ დახარჯავდა ამადენ დროს, არ ჩამოიტანდა ნახევარ ვაგონ მაკულატურას და არ დაიქირავებდა ეგზომ ძვირადღირებულ ადვოკატებს, რომლებმაც სხვათაშორის რამდენჯერმე იმის იმიტაცია გააკეტეს, თითქოს, რარაც დოკუმენტი უნდა ეჩვენებინად, მაგრამ რეალურად ვერაფეფერი ვნახეთ. ქართული მხარის მიერ წარდგენილი ადამიანთა წამების ფაქტებს, რომლებმაც მსოფლიო მოიარა (მათ შორის გიორგი ანწუხელიძისაც) რუსულმა მხარემ ფალსიფიცირებული უწოდა, ისინი ასევე გადაჭრით უარყოფებ მსოფლიოს სხვადასხვა ფოტოგრაფების კადრებს და მოწმეთა ჩვენებებს. მეტიც რუსეთის მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაბომბილი სახლები მათ სურდათ წარმოეჩინათ, როგორც ქართული მხარის დაბომბილი ქალაქი ცხინვალი. ირონიას იწვევს ისკანდერის ჩამოგდების ფაქტის უარყოფა, რუსები ამასაც ფალსიფიკაციად ნათლავენ. მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტი უსუსურია, რადგანაც ყველასთვის ცნობილია, რომ E ემატება ყველა ტექნიკის სერიას რომელიც ექსპორტზე გადის. გამორიცხულია რუსეთის გარდა ეს რაკეტა ვინმეს ჩამოეგდო, რადგან არცერთ მეზობელ სახელმწიფოს იგი არ შეუსყიდავს, მითუმეტეს, რომ წარდგენილი იქნა სარადარო მონაცემები, თუ ვის მიერ ოხდა რაკეტის გასროლა. მსგავსი პროცესი, როდესაც სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს საომარი მოქმედებების დროს ადამიანის უფლებების დარღვევაზე უჩივის უპეცენდენტოა, სასამართლოს გაუჭირდება ამ განაჩემის დიდხანს გაწელვა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავა”, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.