ხორავას ქუჩის საქმეში ახალი პროკურორი ჩაერთო

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ახალი პროკურორი – მარიკა გოგოხია ჩაერთო. მან პროკურორი ინა გუგუშვილი შეცვალა.
გოგოხია აცხადებს, რომ საქმეში მისი ჩართვა არ უკავშირდება იმ ინციდენტს, რომელიც 26 მაისის სასამართლო სხდომაზე მოხდა.

“ჩემი ჩართვა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ამ ეტაპზე, ნამდვილად არ უკავშირდება იმ კონკრეტულ ინციდენტს. ვინაიდან საქმე არის დასკვნით ეტაპზე და წარსადგენია ასევე დასკვნითი სიტყვა, გარკვეულ დახმარებას ვუწევ ჩემს კოლეგებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როგორც თბილისის პროკურატურის მუშაკი, ჩართული ვიყავი გამოძიების პროცესში”, – განაცხადა გოგოხიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები