ზუგდიდში, მამაკაცი ელექტროაპარატით თევზაობისას გარდაიცვალა

სამეგრელოში, ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშიზე ახალგაზრდა მამაკაცი ელექტროაპარატით თევზაობისას გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მას სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები