სააკაშვილმა გაბუნიას განცხადებას “პროვინციალიზმი” უწოდა: CNN-ზე ღვთისმშობელზე აგდებულად საუბარი არ მინახავს

„მინდა ფსევდოლიბერალებს ვუთხრა, ყველაზე ლიბერალური მემარცხენეც კი NBC, CNN, საიდანაც მაგალითად ღვთისმშობელზე შეუძლიათ აგდებულად ლაპარაკი, არ მინახავს. დასავლეთში ეს არ არის მიღებული“, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” განაცხადა.

სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას სიტყვით გამოსვლა შეაფასა და დასძინა, რომ ასეთ სენსიტიურ თემებზე საუბარი ჟურნალისტის მხრიდან “პროვინციალიზმია”.

“ჯერ ერთი, მე გაზრდილი ვარ მორწმუნე ქრისტიანობის ტრადიციებში. მე ვარ მორწმუნე ქრისტიანი და ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ვისი დასაცინიც არ უნდა იყოს ეს, არავის დასაცინი მე არ მჭირს. ძალიან კარგად მახსოვს, გამზარდა ჩემმა დიდმა ბაბუამ და ბებიამ, რომელიც ყოველდღე ლოცულობდნენ, მამამისი იყო სხვათაშორის დასავლეთ საქართველოში ეპისკოპოსი, ასევე არამხოლოდ ჩვენს გვარში გვყავდა მართლმადიდებელი ქრისტიანები, მაგალითად დამიანე სააკაშვილი, რომელიც იყო კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი და ჩვენი ნათესავი. ეს იყო ჩემი ოჯახის ტრადიცია და ეს არის ჩვენი ერის ტრადიცია.
არც შემთხვევითი ყოფილა ხუთჯვრიანი დროშა, ბაგრატის აღდგენა, არც შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ვარდების რევოლუცია და აჭარის გათავისუფლება მოხდა გიორგობის დღეს, შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ჩემი ანგელოზის დღეს ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტი, სადაც გამოაგზავნეს რამდენიმე ათეული „ბანდიტი“, კარგად შეიარაღებული, მანქანა გადაუტრიალდათ და აფეთქდნენ. არ მიმაჩნია ეს შემთხვევით მოვლენად. შეგიძლიათ დამცინოთ და თქვათ, რომ ეს არის არამოდური“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება მაგრამ წყევლა-კრულვა მიუღებელია.
ყველა აზრის გამოხატვას ვცემ პატივს. ყველა ადამიანს აქვს თავისი გრძნობები. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება და კატეგორიულად მიუღებელია წყევლა-კრულვა, მათ შორის რელიგიური პირების მხრიდან, მაგრამ ერთი რამ ნათელია, მინდა ფსევდოლიბერალებს ვუთხრა, ყველაზე ლიბერალური მემარცხენეც კი NBC, CNN, საიდანაც მაგალითად ღვთისმშობელზე შეუძლიათ აგდებულად ლაპარაკი, არ მინახავს. დასავლეთში ეს არ არის მიღებული. ჰოლანდიაში, რომელიც ძალიან ლიბერალური ქვეყანაა, ეს მიღებული არ არის და მიმაჩნია, რომ ცოტა ამაში გადაჭრა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნიჭიერი ხალხი აკეთებს ამას, ცოტა პროვინციალიზმია.
არსად არ არის, მაგრამ ჩვენ ქართველებს გვაქვს რაღაც, მოდით დავფიქრდეთ, თუ ჰოლანდიაში და ამერიკაში არ არის, შეიძლება საქართველოშიც არ არის ამის ადგილი. ეს პირადი არჩევანის ამბავია. მე არც ღვისმშობელზე მომწონს ასეთი საუბარი და არც ის, რომ ბერა ივანიშვილმა მღვდლებს “კაბიანი კაცები” უწოდა”,-აცხადებს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები