სოფიო კილაძე მზად არის, ზაზა სარალიძეს პროკურატურის წარმომადგენელთან ერთად შეხვდეს

„პირადად ჩვენი კომიტეტი მზად არის, ზაზა სარალიძეს პირადად შეხვდეს, თუ ის, რა თქმა უნდა, ამას მოისურვებს“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე.

ამასთან, დეპუტატი განმარტავს, რომ იგი მზად არის ზაზა სარალიძეს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდეს, რათა არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს.

სოფიო კილაძე იმედოვნებს, რომ მთავარი პროკურატურა არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეს ობიექტურად გამოიძიებს და კითხვები არ დარჩება.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს და ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ამ კითხვებს, რაც აქვს ოჯახს, საბოლოოდ გაეცეს პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის დანაშაულებებთან მიმართებით ყველანი ვიყოთ ძალიან დაკვირვებულები.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პროკურატურა იმგვარად წაიყვანს საქმეს, გამოძიების ობიექტური მიზნებიდან გამომდინარე, რომ ოჯახს კითხვის ნიშნები არ დარჩება.

პირადად ჩვენი კომიტეტი მზად არის, შეხვდეს ამ ოჯახის მამასაც პირადად, თუ ის, რა თქმა უნდა, ამას მოისურვებს. ყველა საკითხი, რომელიც მისთვის იქნება დღის წესრიგში და მისთვის არის მნიშვნელოვანი, მზად ვართ, განვიხილოთ და მათ შორის პროკურატურასთან ერთადაც“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები