მაშველებმა თუშეთის გზაზე დაღუპული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თუშეთის გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60 წლამდე მამაკაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო. მისი ცხედარი მაშველებმა იპოვეს. შემთხვევა გუშინ ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის იმ ნაწილში მოხდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ ჩამოშლილმა მეწყერმა წყლის ხელოვნურად დაგუბება გამოიწვია. მაშველები რამდენიმე საათი ცდილობდნენ გარდაცვლილის პოვნას.
ამ დროისათვის მამაკაცის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. როგორც ირკვევა, მამაკაცი ერთ-ერთ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები