არგენტინის მთავრობა: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, საქართველო!

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი საქართველოს არგენტინის მთავრობამ მიულოცა. არგენტინა პირველი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. „დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, საქართველო! ჩვენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღვნიშნავთ“, – წერია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ Twitter-ში არგენტინის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ 1919 წლის 13 სექტემბერს არგენტინის პარლამენტმა საქართველოს დამოუკიდებლობა იურიდიულად აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები