ალიევი: ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა ძლიერი ჯანმრთელობა და საქმიანობაში წარმატებები გისურვოთ

პატივცემულო, ბატონო პრეზიდენტო, მთელი გულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს, ასევე ვულოცავ თქვენს ხალხს პირადად ჩემი და აზერბაიჯანის მოსახლეობის სახელით”, – წერია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მილოცვაში.
მილოცვის ტექსტში აღნიშნულია, რომ 1918 წლის მაისში აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოებრივ ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.

„ისტორიულად მეგობრული და გულწრფელი მეზობლობის პირობებში მცხოვრებმა ჩვენმა ხალხებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლობის ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთდობა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობამდეა ამაღლებული. მჯერა, წარმატებით განხორციელებული ენერგოსატრანსპორტო პროექტები ჩვენი ქვეყნების აყვავების გზაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა ძლიერი ჯანმრთელობა და საქმიანობაში წარმატებები გისურვოთ. მეგობარ ქართველ ხალხს მინდა ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა. პატივისცემით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი“, – წერია მილოცვაში.

საქართველო დღეს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები