საქართველოში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტი ამოქმედდება

0

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის შესახებ საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო. საქართველოს მთავრობის მხრიდან, მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ხოლო საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან, საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა მოაწერა.

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი საფრანგეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ, ფრანგული და ქართული უნივერსიტეტების მიერ ერთობლივი პროგრამების შემუშავებას და საქართველოში ფრანგული დიპლომის გაცემას გულისხმობს.

ხელშეკრულების თანახმად, ფრანგული მხარე, კვალიფიციური ექსპერტების ხარჯებისა და ფრანგი აკადემიური პერსონალის მოსამზადებელი მისიების ანაზღაურებაზე, საქართველო კი, პროგრამაში ჩართული სტუდენტისთვის, დამატებითი სახელმწიფო გრანტების გამოყოფაზე იზრუნებს.

კომენტარები

კომენტარი