თეა წულუკიანი საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებულ გამოფენას დაესწრო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ გამოფენას დაესწრო, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. მასთან ერთად, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ფრანგი დიპლომატების თვალით დანახულ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიას – დაეთვალიერებინათ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტაციის ასლები, მათ შორის, ქართული დიასპორის ფრანგულენოვანი მიმოწერა, დეპეშები, ნოტები, საგაზეთო სტატიები, თარგმანები, რუკები.
ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები