ჟან-კლოდ იუნკერი კვირიკაშვილზე: მადლობას ვუხდი მას, მისი ევროპული სულისკვეთებისთვის და იმისთვის, რომ ყოველთვის გაბედულად იცავს თავის პრინციპებს, რაც დღეს ევროპაში ხშირი არ არის

“მე ძალიან მეამაყება, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუმრობს ჩვენს ბანერს, ეს არის ევროკავშირის ბანერი. ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩვენთან ერთად არის. ჩვენ ძალიან გრძელი გზა გამოვიარეთ ერთად, მოკლე დროში. მე მას მადლობას ვუხდი, მისი ევროპული სულისკვეთებისთვის და იმისთვის, რომ იგი ყოველთვის გაბედულად იცავს თავის პრინციპებს, რაც დღეს ევროპაში ხშირი არ არის”,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საქართველო ახლოსაა მის გულთან და იგი ამაყია, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ქართველ ხალხთან ერთად ზეიმობს.
„საქართველო ახლოსაა ჩემს გულთან, ახლოსაა ევროპელთა გულებთან, რადგან ჩვენ ისტორიულად და გეოგრაფიულად ვართ მეგობრები და პარტნიორები. ბევრი სხვა ევროპული ქვეყანა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, მაგრამ ამ დღეებში მე განსაკუთრებულად ამაყი და მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, რადგან ეს საქართველოსთვის ძალიან გამორჩეული დღეა”, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა პრემიერ-მინისტრთან ერთად, მედიისთვის გაკეთებული განცხადებების დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები