საქართველომ მილოცვა დუბაიდანაც მიიღო

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს არაბეთის გაერთიანებული საემიროებიც ულოცავს. გამოცემა The Gulf Today-ს ინფორმაციით, პრეზიდენტ მარგველაშვილს მილოცვის წერილი შეიხ ხალიფა ბინ ზაედ ალ ნაჰაიანმა გამოუგზავნა, რომელიც გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი, აბუ დაბის ემირი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.
საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე ვიცე-პრეზიდენტმა მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმიმ და მემკვირდე პრინცმა, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანიმაც მიულოცეს.
საქართველო დღეს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები