საული ნიინისტე: საქართველო არ არის მხოლოდ ფინეთის პარტნიორი, ის ჩვენი ქვეყნის მეგობარიცაა

“საქართველო არ არის მხოლოდ ფინეთის პარტნიორი, ის აგრეთვე არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი” , – ამის შესახებ ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების განვითარების გზაზე,
„ჩემთვის დიდი პატივია თბილისში ყოფნა. ფინეთისა და ჩემი სახელით, მინდა, მოგილოცოთ დემოკრატიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავი. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ჩვენც გასულ წელს ვიზეიმეთ ფინეთის დამოუკიდებლობა და რასაკვირველია, საფუძველი ყოველი დემოკრატიული სახელმწიფოსი არის თავისუფლება, თანასწორობა, განათლება, რათა დინამიური, სიცოცხლით სავსე საზოგადოება ავაგოთ. ერთად ყოფნის პრინციპი ცხადია, საერთაშორისო ურთიერთობებსაც ეხება. ყოველივე ეს პარტნიორებთან თანამშრომლობა, მეგობრობა სარგებლობას ანიჭებს თითოეულ მხარეს, თითოეულ ქვეყანას. საქართველო არ არის მხოლოდ ფინეთის პარტნიორი, ის აგრეთვე არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი. საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების განვითარების გზაზე და იმედი მაქვს, რომ ამ ბილიკს ის არ გადაუხვევს”, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, მხარს უჭერს საქართველოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში.
„კიდევ ერთხელ მინდა, თბილად მოგესალმოთ ამ ღირსშესანიშნავი დღის გამო. გისურვებთ ბედნიერებასა და წარმატებას, ჩვენს მეგობარ ერს. გისურვებთ, გაგეგრძელებინოთ თქვენს მეგობრებთან, ჩვენთან ერთად წინსვლა“, – განაცხადა საული ნიინისტემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები