გიორგი გახარია: იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს, ყოველდღიურად რამე ახალი უნდა შევმატოთ

„იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს, ყოველდღიურად რამე ახალი უნდა შევმატოთ“, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გიორგი გახარიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი მიულოცა.
„უმნიშვნელოვანესი დღეა, რომელსაც ათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღის ყველაზე დიდ ენერგიის მატარებელი დღე. პირველი რესპუბლიკა იყო უდიდესი მიღწევა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, რეგიონისთვის, არამედ საერთოდ, ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის. იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს, ყოველდღიურად რამე ახალი უნდა შევმატოთ ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები