არმენ სარგსიანი: საოცარია, რომ ორი ერი ცხოვრობს ერთად, იბრძვის ერთად, თავიანთი დამოუკიდებლობისა და ღირსებისთვის, მრავალი წლის მანძილზე

“ქართველები და სომხები ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები ერთმანეთის გვერდით, ეს საოცარი ფაქტია, რომ ორი ერი ცხოვრობს ერთად, იბრძვის ერთად, თავიანთი დამოუკიდებლობისა და ღირსებისთვის, მრავალი ასეული წლის მანძილზე და არასოდეს გვქონია რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა”, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც სომხეთს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველების გვერდით დგომა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე მისთვის ძალიან სასიხარულოა.
„ძვირფასო დებო და ძმებო, საქართველოს მოქალაქეებო, ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, თქვენ შორის ვიყო დღეს, ამ შესანიშნავ დღეს, ამ შესანიშნავი დღესასწაულის დროს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ვიზეიმოთ. ორი ერი – ქართველები და სომხები ინაწილებენ და იზიარებენ ამ დღესასწაულს. 28 მაისს ჩემი ერიც იზეიმებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, მაგრამ ჩვენი ორი ერი – ქართველები და სომხები არა მარტო 100 მანძილზე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, არამედ ათასობით წლიანი ისტორია გვაქვს. ჩვენ ვიზიარებთ უამრავ რამეს, რაც საერთო გვაქვს. ვცხოვრობთ, როგორც ძმები და დები, ერთმანეთის გვერდით. ეს საოცარი ფაქტია, რომ ორი ერი ცხოვრობს ერთად, იბრძვის ერთად, თავიანთი დამოუკიდებლობისა და ღირსებისთვის, მრავალი ასეული წლის მანძილზე და არასოდეს გვქონია ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ღირებულებაა და იმ ახალი თაობებისთვის არის მაგალითი, რომლებიც საქართველოში და შესაბამისად, სომხეთში ცხოვრობენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
არმენ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამ მშვენიერ ქალაქს – თბილისს. მრავალი წლის მანძილზე, თბილისი, “ტიფლისი“ იყო სამხრეთ კავკასიის კულტურული ცენტრი. ეს იყო ქალაქი, სადაც ქართველები, სომხები და მრავალი სხვა ერის წარმომადგენელი ცხოვრობდა ერთად, ჰარმონიულად და იზიარებდა ყველაფერს, ყოველდღიურ ცხოვრებას, კულტურას, საკვებს და რასაკვირველია, ქართველები და სომხები იზიარებენ საერთო რელიგიას. ჩვენ ორივენი ვდგავართ ქრისტიანობის საწყისებთან. ჩვენ ასეთი ქვეყნები ვართ, ეს ჩემი ქალაქია, ჩემი მეუღლის, ჩემი ბებიებისა და ბაბუების. ასეთ ქალაქში ჩამოვედი მე. თბილისს აქვს ძალიან ბევრი საერთო მრავალ კულტურასთან. ეს არის შესანიშნავი ქალაქი, ქართველ მცხოვრებლებს შორის მრავალი საუბრობს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის სომხები-სომხურად​​. დღევანდელი რეალობა გვავალდებულებს არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ განვავითაროთ და გავამრავლოთ ჩვენი ღირებულებები და მიღწევები, შევქმნათ ის ახალი, რაც ღირსი იქნება მოხსენიების და რატომაც არა, ასევე მიბაძვის. ჩვენი ყველა ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ. გილოცავთ, გისურვებთ, მშვიდობას კეთილდღეობას და ყოველგვარ სიკეთეს”, – განაცხადა სარგსიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები