სემეკის წევრი მაია მელიქიძე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი მაია მელიქიძე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, რომელიც პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად იმართება. მაია მელიქიძის მოდერატორობით, პანელური დისკუსია ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ ენერგოუსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევებზე მსჯელობენ.
ეკონომიკური ფორუმის – „კრინიცას ეკონომიკური ფორუმი თბილისში“ მიზანია ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნა და საქმიან წრეებს შორის თანამშრომლობის განვითარება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, სლოვაკური და პოლონური ბიზნესდელეგაციის 100-მდე წევრი. ასევე, ღონისძიებას ბელორუსიის, სომხეთისა და თურქეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.
ფორუმი საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები