საქართველოში ​ლიეტუვას ელჩი: ლიეტუვა არის ქვეყანა, რომელსაც საქართველო ყოველთვის შეიძლება დაეყრდნოს

“ნამდვილი მეგობრები ერთმანეთის გვერდით დგანან!”– ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოში ​ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დამოუკიდებლობის 100 წლისთავი საქართველოს მოქალაქეებს.
„ღირსებისა და პატივის დღე საქართველოში – დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. ნამდვილი მეგობრები ერთმანეთის გვერდით დგანან. ლიეტუვა ის ქვეყანაა, რომელსაც საქართველო ყოველთვის შეიძლება დაეყრდნოს“, – წერს ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი სოციალურ ქსელ Twitter-ში.
ელჩის მილოცვას ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროც შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები