“დიდება თავისუფლებას” – დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

0

“ვამაყობთ, რომ თქვენი მეგობრები ვართ – მეგობრები მამაცი ერისა, რომელმაც ამდენს მიაღწია”, – ასე ულოცავს ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„ძვირფასო საქართველო, ლიტვა გიგზავნით გულთბილ მოკითხვას ბალტიის ზღვის სანაპიროებიდან. მთელი გულით ვულოცავთ თქვენს არაჩვეულებრივ ქვეყანას, რომელიც პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს.
თქვენი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ ძალზე გულადი ნაბიჯი იყო, რომელიც მოდიოდა ურყევი ნებიდან, ყოფილიყავით თავისუფლები.
დღეს, ჩვენ ვაფრიალებთ ხუთჯვრიან დროშას, რომ ვიზეიმოთ თქვენთან ერთად ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობის დაცვის მტკიცე ნება. და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვართ თქვენი მეგობრები – მეგობრები მამაცი ერისა, რომელმაც ამდენს მიაღწია. დიდება თავისუფლებას“, – აღნიშნავს დალია გრიბაუსკიატე ვიდეომიმართვაშ

კომენტარები

კომენტარი