ლევან იზორია: ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვინც სამშობლოსთვის თავი გასწირა

„ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვინც სამშობლოსთვის თავი გასწირა. 10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ – დიდება აგვისტოს ომის გმირებს! “- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ თავისუფლების მოედანზე 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლევან იზორიას განცხადებით, ოკუპაციის პირობებში, ქვეყნის მომავალს ქართველი ხალხი ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალში ხედავს.
„დღევანდელ ცერემონიალს ესწრებიან საერთაშორისო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, შეიარაღებული ძალების ვეტერანები. მე განსაკუთრებული სითბოთი და ატივისცემით მინდა მივესალმო მათ. ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვინც სამშობლოსთვის თავი გასწირა. დიდი მადლობა მათ ოჯახებს, მათ სახელებს სამშობლო არასდროს დაივიწყებს.დღეს განსაკუთრებით მივესალმები წვევამდელებს და რეკრუტებს, რომლებმაც ქვეყნის წინაშე დადეს ფიცი, რომ ემსახურებიან სამშობლოს და გააგრძელებენ წინაპართა მხედრულ ტრადიციებს. მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე და წარმატებები გისურვოთ ქვეყნის სამხედრო სამსახურში. საქართველოს თავისუფლებისა და ღირსების დამცველო სამხედროებო, თანამოქალაქენო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ გამარჯვებას, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები