მამუკა ბახტაძე: ყველას გილოცავთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს – დამოუკიდებლობის დღეს

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის 100 წლისთავის იუბილეს ულოცავს.
„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღე- 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე! ზუსტად 100 წელი გავიდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. გისურვებთ ერთიან, დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები