მაიკ პომპეო საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავი აღინიშნება. საქართველო 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეერთებული შტატების ახლო მეგობარი და ღირებული პარტნიორია. ბოლო 27 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს ეკონომიკისა და დემოკრატიის მშენებლობაში. ქართველებს ასევე ღირებული წვლილი შეაქვთ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში მსახურებით, სადაც ისინი ამერიკელებთან გვერდიგვერდ დგანან. ეს მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის თავდადებისა და არაერთი მსხვერპლის გარეშე“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ ამაყობს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებით, ნატოს წევრობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაგრძელებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები