ლევან იზორია: ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ღირსებას ყოველთვის დავიცავთ

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას ახალ ანტისატანკო და ანტისაჰაერო სისტემებს წარუდგენს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განუცხადა.
მინისტრმა დღევანდელი დღე განსაკუთრებით შეირაღებულ ძალებს მიულოცა.
“ვულოცავ სრულიად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს. ამ 100-მა წელმა ცხადყო, რომ დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა და მისი დაცვა ყველა ეპოქაში არის ჩვენი მნიშვნელოვანი გამოწვევა და დღესაც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს. მე განსაკუთრებით გამოვყოფ იმ მიღწევებს, რომელიც წელს გვაქვს და გვინდა საზოგადოებას საჯაროდ ვუჩვენოთ. ეს არის პირველ რიგში თანამედროვე ანტისატანკო სისტემის, „ჯაველინების“ შეძენა. ეს არის ყველაზე ამბიციური პროგრამა, რომლიც დაიწყო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ერთად. ამ პროგრამის ფარგლებში, ბატალიონი, რომელიც გადის წვრთვნებს, მიიღებს მონაწილეობას დღევანდელ ღონისძიებაში. ჩვენ ასევე დავასრულეთ პირველი ეტაპი ანტისაჰაერო სისტემის შეძენის და დღეს სწორედ ამ ახალ სისტემებს წარვუდგენთ საზოგადოებას. ასე, რომ ვალდებულება, რომელიც დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაცვასთან არის დაკავშირებული, ჩვენი პოლიტიკის მთავარი ამოცანაა და მთელი შეიარაღებული ძალები სწორედ ამ ამოცანის ღირსეულად შესრულებაზეა ორიენტირებული და მინდა განსაკუთრებით მათ მივულოცო ეს დღე. სწორედ მათი თავდადების, შეუპოვრობის, პროფესიონალიზმის შედეგად ჩვენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ღირსებას ყოველთვის დავიცავთ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები