მიხეილ ჯანელიძე: თბილისში კრინიცას ეკონომიკური ფორუმის დაფუძნება აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესის საქართველოთი დაინტერესებას შეუწყობს ხელს

“ამ ფორუმის საქართველოში დაფუძნება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესების საქართველოთი დაინტერესებას და ევროპულ ბაზარზე საქართველოს მეტ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ასევე, ევროინტეგრაციის პროცესში, სამომავლოდ, ახალი შესაძლებლობების გაჩნდება”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ კრინიცას ეკონომიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ფორუმი პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტების მხარდაჭერით დაფუძნდა.
„პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტების მხარდაჭერით, დღეს თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი დაფუძნდა. ფორუმის მომზადებაში პოლონეთში საქართველოს საელჩო, ასევე, ეკონომიკის სამინისტრო ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად, საფუძველი ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაეყარა. დღეს, თბილისში, ამ ღონისძიებაზე, სლოვაკური და პოლონური ბიზნესი, ასეულობით კომპანიაა წარმოდგენილი. ეს ქვეყნები საკუთარ ეკონომიკას ძალიან წარმატებულად ავითარებენ. პოლონეთისა და სლოვაკეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, მათი ბიზნესი ძალიან წარმატებულია”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები