ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძეს არ შეხვდა

მთავარ პროკურატურაში ზააზა სარალიძე „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავასთან და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტთან ერთად მივიდა, თუმცა საგამოძიებო უწყებაში საშვი მხოლოდ ზაზა სარალიძეზე დაუშვეს.

პროკურატურის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, საქმის დეტალებზე საუბარი მხოლოდ დაზარალებულთან, ან ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელთან არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ზაზა სარალიძის თანმხლები პირები შეხვედრაზე არ დაუშვეს.

დაზარალებულმა განაცხადა, რომ ის მარტო მთავარ პროკურორს არ შეხვდებოდა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს.

მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხის გებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები