„ვარდების მოედანს“ „პირველი რესპუბლიკის“ სახელობის მოედანი ეწოდება

თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებით „ვარდების მოედანს“ „პირველი რესპუბლიკის“ სახელობის მოედანი ეწოდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ფრაქცია „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ.

საკრებულოს სხდომაზე დღეს ასევე მხარი დაუჭირეს თბილისში მდებარე რამდენიმე ქუჩისთვის სახელების გადარქმევის საკითხსაც.

სახელი შეეცვალა 15 ქუჩას, რომელთაც ამ დრომდე რევოლუციონერების სახელს ატარებს, მათ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერ სახელმწიფო მოღვაწეთა სახელები დაერქვათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები