პრეზიდენტმა ემხვარების შვილიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა

0

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, პატიმართა შეწყალებისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების უფლების გამოყენებისას სიღრმისეულად დაფიქრდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, პატიმართა შეწყალებისას პრეზიდენტს კომპეტენცია უნდა ეყოს, ვითარება ზუსტად შეაფასოს და არა ზედაპირულად და კონვეირულად.
„უამრავი რეკომენდაცია და შუამდგომლობა შევიტანეთ, 1918-21 წლებში საქართველოს ერთიანობის პოლიტიკის განსახორციელებლად ზოგიერთ აფხაზს ამხელა დამსახურება აქვს, განსაკუთრებით ემხვარების ოჯახს, რომლის შვილიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ისე უთხრა, რომ იმის შესახებ არც იცოდა, ვის საკითხს იხილავდა. პრეზიდენტს პერსონალურად ეს ახასიათებს, თორემ პრეზიდენტის პრეროგატივაში არ უნდა ჩავერიოთ“, – აცხადებს ვოლსკი.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 143 მსჯავრდებული შეიწყალა. ცნობილია, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე, 3655 მსჯავრდებული შეიწყალა.
ბოლოს, პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხი კრიტიკის მიზეზი აპრილში, ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკლელობის შემდეგ გახდა, მკვლელობა წარსულში ნსამართლევმა და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირმა ჩაიდინა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი