ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა დამკვიდრდა

დღეიდან, ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა. ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა, ექსპერტთა კომისიის 11 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად გასცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საპასუხო მეგობრულ ჟესტს მიმდინარე წლის 3 მაისს, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის მიერ, ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებაზე, რაც ლიტვის მხარის მიერ მორიგი მეგობრული ნაბიჯი იყო საქართველოსადმი.

როგორც ლიტვის ასევე საქართველოს გადაწყვეტილებები უაღრესად სიმბოლურია, ვინაიდან წელს ლიტვამ სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავი იზეიმა, ხოლო საქართველო სწორედ მაისის თვეში აღნიშნავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები